ნოემბერი 548
en

ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები

 

წიგნი  „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ საარქივო ფონდებში დაცულ ხელნაწერებსა და ისტორიულ საბუთებს აერთიანებს. 

გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები. აღსანიშნავია, რომ არქივში 1000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება.

რედაქტორ-შემდეგენელი – ქეთევან ასათიანი; რედაქტორები – ნათია დუნდუა, დალი ჩიტუნაშვილი, მანანა ჭუმბურიძე.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ეროვნული არქივის მაღაზიაში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის #40.