ნოემბერი 548
en

ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები

 

ალბომში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართული მოხატული ისტორიული საბუთებისა და ხელნაწერების შესახებ. მასში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მინიატურებს, კამარებს, თავსამკაულებს, საზედაო გრაფემებსა და დეკორს, როგორც ხელნაწერის გაფორმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. თითოეული ეს კომპონენტი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ენაზე გადმოსცემს დამწერის, გადამწერის, დამკვეთის (მომგებლის), მხატვრისა თუ განმაახლებლის სათქმელს.

უკვე გამოქვეყნებულ მასალასთან ერთად ალბომში წარმოდგენილია მინიატურები, რომელთა შესახებ ინფორმაცია აქამდე არსებულ საცნობარო ლიტერატურაში მითითებული არ იყო.

რედაქტორ-შემდგენელი: ქეთევან ასათიანი

წიგნზე მუშაობდნენ: ნინო ბადაშვილი, თამარ გაბუნია, თეონა გელაშვილი, თეა ქიმერიძე, ნატა ყუბანეიშვილი, ვერა შენგელია, თამთა შონვაძე, მანანა ჭუმბურიძე.

ზომა: 20,6X28 სმ.

გვერდების რაოდენობა: 224 გვ.

ყდა: მაგარი გარეკანი. ყდაზე გამოსახულია მინიატურა მე-17 საუკუნის ხელნაწერიდან „წმინდა გიორგის ლექსად თქმული ცხოვრება“. „წმინდა გიორგი ილოცავს, შუბი და ფარი და რხმალი მიხადა და გვერცეც მოიდვა“.