ნოემბერი 548
en

ნოე რამიშვილი

 

ნოე რამიშვილის შესახებ ალბომი საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამოიცა. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი. მისი ერთი ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, მეორე კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში. პუბლიკაცია მკითხველს აცნობს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს; აგრეთვე ეროვნული საბჭოს, პარლამენტის, დამფუძნებელი კრების, მთავრობისა თუ პარტიის სხდომებზე გამოსვლის ტექსტებს.

ავტორ-შემდგენლები: დიმიტრი სილაქაძე, ირაკლი ირემაძე.

ზომა: 30x21 სმ.

გვერდების რაოდენობა: 208 გვ.

ყდა: მაგარი გარეკანი