მაისი 548
en

,,საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე“ - პირველი ტომი „საქართველო უძველესი დროიდან III საუკუნემდე“

სარგის კაკაბაძე - ,,საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე“ პირველი ტომი „საქართველო უძველესი დროიდან III საუკუნემდე“.

ბოლო პერიოდში ეროვნულ არქივში, სარგის კაკაბაძის შთამომავლებთან  შეთანხმებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და წყაროთმცოდნის არქივში დაცული ფუნდამენტური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორიის“ მრავალტომეულის გამოსაცემად.

მრავალტომეულის მომზადებამდე ცალკე გამოიცა მეცნიერის არქივში დაცული, მრავალმხრივ საინტერესო, აქამდე დაუმუშავებელი მასალა, რომელიც ავტორმა ამ სახით მრავალტომეულში არ შეიტანა. მასალები მოიცავს ისტორიკოსის შედარებით ადრეულ მოსაზრებებს, რომელთა ნაწილი მან მოგვიანებით შეცვალა.