ნოემბერი 548
en

ანონსი - დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის გახსნა

20 სექტემბერს, 18:00 საათზე დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული არქივი საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „დოდო აბაშიძე - 100“. 

დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახში არქივში დაცულ სურათებს. 

ექსპოზიციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება დიზაინერ ბადრი გაგნიძის შექმნილი მარკადავით (დოდო) აბაშიძე - 100 წელი”, რომელიც საქართველოს ფოსტამ მიმდინარე წელს გამოსცა. 

დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაშიაჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ დოდო აბაშიძის საიუბილეოდ თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 20 სექტემბერს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნანა მჭედლიძისპირველი მერცხალი“.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია. 

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).