მაისი 548
en

არქივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეროვნულ არქივში კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის პირველი სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა და არქივების საერთაშორისო დღეს, 9 ივნისს მიეძღვნა. 

კონფერენცია მიზნად ისახავს შიდა პროფესიულ განვითარებას; მიმდინარე სამუშაოების თავმოყრასა და ანალიზს; გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარებას როგორც საარქივო საქმიანობის, ისე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით; არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებასა და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას. 

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. 

არქივების საერთაშორისო დღე - 9 ივნისი - 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA) დააწესა. თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) დააფუძნა. 

საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) წევრია და ამ საზეიმო თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.