ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეიდან  ექსპოზიციას „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ უმასპინძლებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები - დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რაც 106 წლის წინათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეხება. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1924 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ მასალას. ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად გამოფენილია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლების - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, კონსტანტინე აფხაზისა და ბექირბი კუკავას - პირადი და მემორიალური ნივთები. 

გამოფენა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. 

ექსპოზიცია 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.