აგვისტო 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა „ქალთა საბჭო“ გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია ქალთა ორგანიზაციის მრავალწლიან ისტორიასა და ქართველ ქალთა საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიეძღვნა.

გამოფენაზე დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილი იყო მდიდარი საარქივო მასალაისტორიული დოკუმენტები, ფოტოსურათები, პლაკატები და სხვა, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე მოღვაწე გამოჩენილ ქართველ ქალთა საქმიანობას ასახავს. გამოფენილ დოკუმენტებს შორის იყო: საზოგადო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ფოტოები; ბიოგრაფიული ცნობები ისეთ გამორჩეულ პირებზე, როგორებიც იყვნენ ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, ბაბო ყიფიანი, ნინო ჯავახიშვილი, ნინო ანთაძე-ნაკაშიძე და სხვები; მასალები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში არჩეული ქალების შესახებ (ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე); ქალთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომისიის მიერ გამოცემული საგანმანათლებლო და სოციალური პლაკატები; ფოტოსურათები ქალთა საერთაშორისო კონგრესებიდან და დელეგაციების ვიზიტებიდან; ასევესაქართველოს ქალთა საბჭოსმიერ მომზადებული მიმართვები და სხვა დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალა გამოფენის შემდეგ ბინას ეროვნულ არქივში დაიდებს და ქალთა ორგანიზაციის შესახებ არქივში უკვე არსებულს ფონდს მეტად გაამდიდრებს. 

ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ 2019 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.