სექტემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ვახტანგ VI-ის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

მეფე ვახტანგ VI  (1675-1737) ქართლისჯანიშინი“ (1703-1712), ქართლის მეფე (1716-1724) 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა; მისი აღმზრდელი და მასწავლებელი სულხან-საბა ორბელიანი იყო. ვახტანგს შესწავლილი ჰქონდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპრუდენცია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია. მისი მეფობის პერიოდში  შეიქმნა საკანონმდებლო აპარატი და პირველი ქართული სტამბა, დაიწყო ახალი ქართული მონეტების მოჭრა ქართული წარწერებითა და ევროპული ციფრული სისტემით; მან აღადგინა და ააშენა ეკლესიები, შექმნა საირიგაციო სისტემა და სხვა. მისი მოღვაწეობის პერიოდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავიატყვეთა სყიდვისაღკვეთა და სამეფო გვარდიის ჩამოყალიბება.

გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.