ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა მიმდინარეობს.

მაყურებელი დღეს, 4 დეკემბერს, იხილავს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ (1930) და ლეო ესაკიას "ამერიკანკა" (1930).

რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე  წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“ („უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაფიცრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. 

ფილმებს შორისაა: „ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“, „ღრუბელთა თავშესაფარი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კომუნარის ჩიბუხი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „კრაზანა“, „დაკარგული სამოთხე“, „ბუბა“, „უჟმური“.

რეტროსპექტივა 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით "ჯანყი გურიაში" (1928) დაიხურება. კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა. 

კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.