ნოემბერი 548
en

ქართული საგანძურის ჩრდილოეთ კავკასიიდან დაბრუნების ისტორიას უცხოელი არქივისტები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 1920-იან წლებში ქართული საგანძურის ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში დაბრუნების ისტორია უცხოელ კოლეგებს ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაუზიარა.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაციის წევრები - გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა - კრაკოვის არქივის მუშაობას გაეცნენ, კოლეგებისგან მოისმინეს ინფორმაცია საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის, მათი დიგიტალიზაციის, რესტავრაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მათი გამოცდილების შესახებ. ამასთან, კონფერენციაში მონაწილე უცხოელ კოლეგებთან შეხვედრისას საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

ორდღიან კონფერენციაში "ევროპული კოლოკვიუმი არქივებზე" ევროპული ქვეყნების საარქივო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება პოლონეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით იმართება.