სექტემბერი 548₾
en

კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების არქივების 70-ზე მეტი თანამშრომლისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს. 

ღონისძიების მონაწილეები ეცნობიან არქივთა მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს,  რომელთა შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და  მათი ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.

 ხუთდღიანი სწავლების ბოლოს მონაწილეები დაათვალიერებენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, დოკუმენტების საცავებს, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას. დაგეგმილია კინოფოტოფონოდოკუმენტების  არქივში დაცული ფილმის ჩვენებაც.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

მსგავსი სიახლეები

პირველი რესპუბლიკის თემაზე სტუდენტებმა კვლევის პრეზენტაცია გამართეს

პირველი რესპუბლიკის თემაზე სტუდენტებმა კვლევის პრეზენტაცია გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პ...

კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების არქივების 70-ზე მეტი თანამშ...