ნოემბერი 548
en

ლიეტუვის სახელმწიფო არქივის დირექტორი საქართველოს ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დღეს ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორ დარიუს ჟიჟიცს შეხვდა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის არქივის ხელმძღვანელებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სტუმარმა დაათვალიერა ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში დაცული დოკუმენტები, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია, გაეცნო საარქივო დოკუმენტების, მათ შორის კინომასალის, დიგიტალიზაციის პროცესს.

ლიეტუვის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღესვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენის - „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში“ - გახსნაში. 

გამოფენა 25 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება და 17 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.