ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში 18 აპრილს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“  - ნახევარფინალური თამაში  2019 წლის 18 აპრილს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება.

ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 280-მდე სკოლის გუნდი, თითოეული 5 მოსწავლის შემადგენლობით.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?”.

ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 22 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ბმული