ნოემბერი 548
en

„საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ - ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე "საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები" დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველ მასალას, ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს, ხელნაწერებს, ფოტო და სხვა საარქივო დოკუმენტებს; ასევე პატრიარქების მემორიალურ ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა კეძრო კოლექციაშია დაცული.

ექსპონატები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გრძელ და რთულ გზას ასახავს. გამოფენა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა.

ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 22 ივნისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. გამოფენის კურატორი – ქეთევან ასათიანი.