აგვისტო 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი თავდაცვის აკადემიის კურსანტებს მასპინძლობდა

საქართველოს ეროვნულ არქივს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები ეწვივნენ.

საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ გამოფენასაქართველოს დამოუკიდებლობის დღედაათვალიერეს და ამავე თემაზე სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლის, ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის მცირე ლექცია მოისმინესსაისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა ჭუმბურიძემ კი კურსანტებს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი დოკუმენტებიქართველ მეფეთა სიგელები და ხელნაწერები გააცნო. სწორედ ეროვნული არქივი ინახავს ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ საბუთსმეფე დავით IV-ის ანდერძს შიომღვიმის მონასტრისადმი, რომლის შესახებაც გადაღებულ დოკუმენტური ფილმინაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისაფილმის ავტორმა, სამეცნიერო განყოფილების უფროსმა, ქეთევან ასათიანმა კურსანტებს ეროვნული არქივის კინოთეატრში თავად წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები ეროვნულ არქივს უკვე მეორედ ესტუმრნენ.