საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 21-24 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს გამართავს. წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის კინოინსტიტუციის პროგრამა.
2025 წლის ფესტივალის თემაზე „საავტორო კინო“ ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ: საქართველოს, ბულგარეთის, ესტონეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ხორვატიის, მალტისა და ბელგიის კინოსაარქივო ორგანიზაციები.
კინოფესტივალი 2025 წლის 21 ოქტომბერს 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ოთარ იოსელიანის ფილმით „აპრილი“ (1962 წელი). ღონისძიებას 24 ოქტომბერს 18:15 საათზე დახურავს ქართული პროგრამის მეორე სეანსი, ელდარ შენგელაიას ფილმი „მიქელა“ (1965 წელი). ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ეროვნული არქივის კინოთეატრი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის გამზ. #40.