ნოემბერი 548
en

შეწირულების წიგნი ბოდორნის მონასტრისადმი - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ბოდორნის მონასტრისადმი სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი.

”... და ნუ მოგუჱშლების დღე და ღამე ორი კანდელი; და [ა]თორმეტთა საუფლოთა დღეთა კელაპტარი დღე და ღამე ენთებოდეს; და ხუთი აღაპი კ[ა]რგაღებული გარდაიჴდებოდეს; და მას გარეთ დიდთა მარხვათა შინა, წირვასა კელაპტარი აენთებ[ო]დეს… ყოველთავე გევედრებით: ნუვინ მოუშლით მცირესა ამას შესაწირავსა, რომელი მოვიგონეთ და გულისა-ხმა ვყავით სახელითა ოდენ წოდებულთა მე შაბურისძემან ვამეყ და ჩუენმან მეუღლემან დულარდუხტ”.

ერისთავ ვამიყ შაბურისძისა და მისი თანამეცხედრის, დულარდუხტის მიერ ბოდორნის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი. საბუთის პირველი კეფი მოხატულია. მაცხოვრისა და ანგელოზების გარდა, მასზე გამოსახულნი არიან: ერისთავი ვამიყ და დედოფალი დულარდუხტ. 1494, 24 ივნისი.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველ საბუთთა დედნების კოლექციაში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.