აპრილი 548
en

სტუდენტები ეროვნული არქივის საქმიანობს გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამა „საქართველოს ისტორიის“ სტუდენტებს უმასპინძლა. 

სტუმრები ეროვნულ არქივში გაეცნენ საისტორიო და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივების მუშაობის სპეციფიკას, დოკუმენტების რესტავრაციისა და აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანის პროცესს, დაათვალიერეს დოკუმენტების საცავი. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ეროვნული არქივის მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ. 

საქართველოს ეროვნული არქივი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს  და სტუდენტების ეროვნული არქივის წყაროებითა და კვლევითი საქმიანობით დაინტერესებას ემსახურება.