ნოემბერი 548
en

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მსოფლიოს ხალხებისადმი – კვირის დოკუმენტი

მიმდინარე კვირის დოკუმენტად ეროვნული არქივი გთავაზობთ  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას მიმართვას მსოფლიო ხალხებისადმი: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“.

ზვიად გამსახურდია მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნობს, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას 1918 წლის 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

1991 წლის 9 აპრილი.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის საარქივო ფონდში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.