ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი IX საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.

სამდღიან კონფერენციაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

კონფერენცია ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირს, მათ შორის სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენელი ლევან ჯიქია და პროფესორი ოლივერ რაისნერი.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/storage/files/doc/programa1.pdf

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40.