ნოემბერი 548
en

მასწავლებლის მოწმობა, გაცემული 1918 წლის ოქტომბერში

შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში მცხოვრები დავით ტატიშვილის სახალხო სკოლის მასწავლებლის მოწმობა, გაცემული 1918 წლის ოქტომბერში.

მოწმობის მიხედვით, დავით ტატიშვილმა სკოლის მასწავლებელთათვის 1918 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სახალხო განათლების სამინისტროს ქუთაისში ჩატარებული კურსები გაიარა და სახალხო მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაში საკმაო ცოდნა და მომზადება გამოავლინა.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს ფონდში.