ნოემბერი 548
en

ესფ ფორმირების, საქმისწარმოებისა და სამეცნიერო საცნობარო აპარატის განყოფილება

ამოცანები და ფუნქციები:

  • ცენტრალური  არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა №1 და №2 სიების შემუშავება;
  • ეროვნული საარქივო ფონდისადმი მიკუთვნების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების დოკუმენტების, აგრეთვე, პირადი წარმოშობის დოკუმენტების შერჩევა და ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებით შევსება;
  • ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება;
  • წყარო-დაწესებულებათა საექსპერტო კომისიების მუშაობის კონტროლი; 
  • ცენტრალური არქივის საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის მუშაობის ორგანიზება;
  • ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო ფონდების მიზნობრივი-შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;
  • ცენტრალური არქივის დაკომპექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების მუშაობისა და ამ დაწესებულებების საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
  • ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში დროებით  დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მოცულობისა და მდგომარეობის სტატისტიკური აღრიცხვა (პასპორტიზაცია);
  • ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის, საძიებო სისტემების შექმნა და სრულყოფა.