ნოემბერი 548
en

რეგიონული განყოფილება

ქუთაისის ცენტრალურ არქივის რეგიონალური განყოფილება 2011 წელს შეიქმნა, საქართველოს ეროვნულ არქივში განხორციელებული რეგიონალიზაციის პროექტის შედეგად. დღეისათვის განყოფილებაში დაცულია ექვსი ადილობრივი არქივის - ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ვანისა და სამტრედიის, როგორც მუდმივად, ასევე, ხანგრძლივად შესანახი საარქივო დოკუმენტები.

მიზნები და ფუნქციები:

  • ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების  მიღება;
  • სახელმწიფო  დაცვაზე  მიღებულ  დოკუმენტებზე  სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა და, საჭიროებისამებრ, ცვლილებების შეტანა;
  • საცავებიდან საქმეების გაცემა-დაბრუნება, მათ შორის დროებით სარგებლობაში;
  • არქივსაცავებში დაცული დოკუმენტების რევიზია (საქმეების არსებობისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება) და აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
  • საჭიროების მიხედვით, არქივსაცავებში ფონდების გადაადგილება, ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებში შესაბამისი  ცვლილებების შეტანით;
  • საცავებში სანიტარული დღეების ჩატარება, მათი მოვლისა და დაცვის მიზნით;
  • ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შესაბამისი წესების დაცვით გამოქვეყნება,  თემატური ნუსხების, სამეცნიერო სტატიების, ნარკვევების,  პუბლიკაციების,  რადიო და ტელეგადაცემების, სხვადასხვა სახის გამოცემების (მათ შორის, ელექტრონული სახით) მომზადება;
  • საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებითა  და საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის  გამოსაყენებლად, საარქივო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
  • სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების, აგრეთვე, საარქივო  დოკუმენტების პირებისა და დოკუმენტიდან ამონაწერების მომზადება;
  • სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემის შექმნა, სრულყოფა  და განვითარება; ინფორმაციის ძიების ელექტრონულ სისტემათა დანერგვა, განყოფილებაში დაცულ დოკუმენტებზე  საინფორმაციო-საძიებო სისტემის შედგენა;
  • დადგენილი წესით,  საარქივო დოკუმენტების პირების, დოკუმენტებიდან ამონაწერებისა და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების მომზადება;
  • საარქივო ინფორმაციასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესითა და ვადებში,  იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა.