ნოემბერი 548
en

კოლექციონირების პოლიტიკა

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კოლექციონირების პოლიტიკა არქივის დებულებით არის განსაზღვრული. დაარსებიდან დღემდე არქივი ეწევა ეროვნული ფონდის შევსებას. „საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვს ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება“ (თავი 1-ლი, პარაგრაფი მე-3).


არქივის ახალი დოკუმენტებით დაკომპლექტების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო დაწესებულება ან მისი სამართალმემკვიდრე, ისე კერძო პირი. არქივში მიღების პროცესში, აუდიოვიზუალური მასალის შეფასებისას, არქივი შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს:

•    მასალის კვლევითი ღირებულება, უნიკალურობა, ინფორმაციის ხმოვანი და ფოტოგრაფიული ხარისხი, ფიზიკური მდგომარეობა ;
•    მასალის შინაარსობრივი კავშირი არქივში  სხვა დაცულ დოკუმენტებთან.

მასალის საჩუქრად გადმოცემის ან შესყიდვის პროცესში არქივი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მასალის ხელმისაწვდომობა, კონსერვაცია და დაცვის უზრუნველყოფა, ასევე მასალის პრეზენტაცია, გამოფენა, კვლევა და რეპროდუქცია.