ნოემბერი 548
en

ფონოკოლექცია

არქივის ფონოსაცავში დაცულია უნიკალური ხმის  ჩანაწერები. 1912 წლით არის დათარიღებული აკაკი წერეთლის სიტყვა - „მიმართვა მომავალი თაობებისადმი“. არქივის „ოქროს ფონდი“ ინახავს აკაკი წერეთლის წარმოთქმულ ლექსებს: „მგოსანი“, „განთიადი“; ამავე ფონდშია „საქართველოს ბულბულის“, ვანო სარაჯიშვილის, მიერ შესრულებული რომანსები; მსახიობების: ბ. აბაშიძისა და ნ. გოცირიძის მიერ შესრულებული „კუპლეტები ძველი თბილისის ცხოვრებიდან“.

არქივი ინახავს გრამფირფიტების მდიდარ კოლექციას, რომელშიც თავმოყრილია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის იტალიური საოპერო მუსიკის შედევრები.

აქვეა ქართული ხალხური მუსიკის ფონოჩანაწერები მ. თარხნიშვილის, ს. კავსაძის, კ. პაჭკორიას, ძ. ლოლუას და სხვათა, ასევე ეთნოგრაფიული ანსამბლებისა და გუნდების შესრულებით.

ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია მსახიობ უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული მონოლოგები; ფრაგმენტები ქართული სპექტაკლებიდან შ. ღამბაშიძის, თ. ჭავჭავაძის, მ. დავითაშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძისა და სხვათა შესრულებით.

ფონოარქივის სიმდიდრეა გამორჩეულ  ქართველ მეცნიერთა კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, გიორგი ახვლედიანის, ივანე ბერიტაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა ჩხეტიას და სხვათა საინტერესო ხმის ჩანაწერები.