ნოემბერი 548
en

ესფ-ის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილება

საქართველოს ეროვნულ არქივში საარქივო ფონდის დოკუმენტები ფონდებად და კოლექციებადაა დახარისხებული. დოკუმენტები მოთავსებულია ყუთებსა და შენაკრავებში, რომლებიც  ინახება ცენტრალური საისტორიო არქივის ხუთ  სართულზე განლაგებულ  საცავებში დამონტაჟებულ  500-მდე ,,სტელაჟზე’’. ძველ საბუთთა განყოფილების დოკუმენტებისათვის ცალკეა გამოყოფილი საცავის ნაწილი;

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების მოვალეობაა შემდეგი სამუშაოთა კომპლექსის შესრულება: დოკუმენტების დაცვის ოპტიმალური პირობების შექმნა; დოკუმენტების განლაგება საცავში და მათი ტოპოგრაფირება; საცავებიდან მკვლევარებისა და თანამშრომლებისათვის საქმეების გაცემა-დაბრუნება; საქმეთა არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება; განსაკუთრებულად ღირებულ დოკუმენტთა სადაზღვევო ფონდისა და სარგებლობის ფონდის შექმნა; დოკუმენტების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და საქმეთა მომზადება სარესტავრაციო ლაბორატორიაში გადასაცემად;

განყოფილების საქმიანობის განუწყვეტელი პროცესია საქმეთა არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება მიღებული შედეგების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღნიშვნით.  ყოველწლიურად საცავებიდან მკვლევართა დარბაზში  და თანამშრომლებისთვის საშუალოდ 45000 შესანახი ერთეული გაიცემა. ამ რაოდენობის დოკუმენტების საცავებიდან გაცემა-ჩაბარება მნიშნვნელოვან დაკვირვებას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს;

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა განვითარების თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მათ ელექტრონულ მატარებლებზე გადატანას გულისხმობს.  ამის გათვალისწინებით აქტიურად ინერგება აღწერებისა და ნუსხების ელექრტონული  ვერსიების შექმნა, მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესი.