ნოემბერი 548
en

კოლექციის შესახებ

 

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის (1874-1959) მოღვაწეობის შესახებ, მისი მიმოწერა როგორც ქართველ ისე უცხოელ პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და ა. შ.  

აკაკი ჩხენკელი მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი საფრანგეთში, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრანტულმა მთავრობამ გაუფართოვა სამოღვაწეო არეალი და ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე (გენუაში და სხვაგან).

საფრანგეთის მიერ საქართველოს ემიგრანტული მთავრობისთვის ლეგაციის გაუქმების მიუხედავად აგრძელებდა ქვეყნის ინტერესების დაცვას და მოღვაწეობას ევროპის მასშტაბით. გარდაიცვალა 1959 წლის 3 იანვარს, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

 

წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალური არქივის სხვადასხვა ფონდში დაცული შემდეგი შინაარსის მასალა:

აკაკი ჩხენკელის მამის დეკანოზ ივანე ჩხენკელის წერილები შვილს. ხელნაწერი (1917-1918)

აკაკი ჩხენკელის მოგონება საქართველოს დეფაქტო აღიარების შესახებ. ავტოგრაფი (1918)

ნოე რამიშვილის მიერ აკაკი ჩხენკელის სახელზე გაცემული მოწმობები (1918)

კონსტანტინე გამსახურდიას თხოვნა აკაკი ჩხენკელს სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარების აღმოჩენის შესახებ (1919)

აკაკი ჩხენკელის წერილები კარლო ჩხეიძეს. ავტოგრაფი (1919-1925)

სენაკის ქალაქის გამგეობის შეტყობინება აკაკი ჩხენკელს ქ. სენაკის მე-2 პირველ დაწყებითი სასწავლებლისათვის მისი სახელის მინიჭების თაობაზე (1920)

კ. საბახტარაშვილის წერილი აკაკი ჩხენკელს თბილისში ფრანგი მწერალი ქალის ოდეტა კეუნის საქართველოში სათანადოდ მიღების უზრუნველყოფის შესახებ. ხელნაწერი (1920)

აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია. ხელნაწერი (1921)

ექვთიმე თაყაიშვილისა და იოსებ ელიგულაშვილის წერილები აკაკი ჩხენკელს ეროვნული განძის დაბინავებაში დახმარების შესახებ (1921)

ჩანაწერები აკაკი ჩხენკელის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ სფორცასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შესახებ (1921)

აკაკი ჩხენკელის ჩანაწერები არისტიდ ბრიანთან და მილიერანთან მისი და ნოე ჟორდანიას შეხვედრის შესახებ. ხელნაწერი (1921)

ანგარიში ლორდი კერძონისა და აკაკი ჩხენკელის პირველი შეხვედრის შესახებ. მანქანაზე ნაბეჭდი (1921)

პარიზის ქართველ სტუდენტთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაქარია ინწკირველის მიმართვა აკაკი ჩხენკელს მათთის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ხელნაწერი. (1921)

ნიკო ნიკოლაძის წერილი აკაკი ჩხენკელს ჭიათურის მანგანუმის რეალიზაციის შესახებ (1921)

აკაკი ჩხენკელის წერილები ჟენევიდან საქართველოს დელეგაციისადმი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. ავტოგრაფი (1922)

აკაკი ჩხენკელის წერილი გენუის კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის საკითხზე (1922)

აკაკი ჩხენკელის წერილები ზურაბ ავალიშვილს გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენელთა დაშვების თაობაზე (1922)

აკაკი ჩხენკელის მოხსენება „საქართველოს საკითხი გენუის კონფერენციაზე“. ავტოგრაფი (1922)

ვალიკო ჯუღელის წერილები აკაკი ჩხენკელს. ავტოგრაფი (1922)

ნოე ჟორდანიას წერილები აკაკი ჩხენკელს. დედნები (1922-1923)

კ. გვარჯალაძის დეპეშა აკაკი ჩხენკელს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას დაპატიმრების შესახებ (1924)

დავით ვაჩნაძის წერილი აკაკი ჩხენკელს პარიზში გასამგზავრებლად ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ (1924)

ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სპირიდონ ჭავჭავაძისა და დავით მხეიძის თხოვნა აკაკი ჩხენკელს მთავრობასთან დახმარების საკითხზე შუამდგომლობის შესახებ (1925)

ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სპირიდონ ჭავჭავაძის, დავით მხეიძის, გიორგი წერეთლისა და სვიმონ წერეთლის მიმართა აკაკი ჩხენკელს პარტიების ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობაზე (1925)

გიორგი კვინიტაძის თხოვნა აკაკი ჩხენკელს ყოფილი სამხედროებისთვის ლევილის შატოში ბინის გამოყოფის შესახებ (1925)

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ წევრთა მიმართვა აკაკი ჩხენკელს (1925)

ივანე ქავთარაძის წერილი აკაკი ჩხენკელს მიხაკო წერეთლისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ხელნაწერი (1928)

აკაკი ჩხენკელის წერილი „რუსის ნავთი“. ავტოგრაფი (1929)

აკაკი ჩხენკელის მოგონება „პირველი დიპლომატიური ნაბიჯები“ (1930)

ნოე ჟორდანიას წერილები აკაკი ჩხენკელს. ავტოგრაფი (1937-1938)

აკაკი ჩხენკელის ჩანაწერები ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კარლო ჩხეიძის შესახებ (1953)

გიორგი ერაძის ჩანაწერი და გიორგი ნაკაშიძის სამძიმრის წერილი აკაკი ჩხენკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (1959)