დეკემბერი 548
en

ისტორიული ძეგლები

 

 

 

კოლექციაში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული  ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 180-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი.

 

ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა: ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, სამთვისის, იტრიის, უბისის, მოწამეთას, ნიკორწმინდას, ბარაკონის, საფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ძეგლები.

 

კოლექციაში შეტანილია თანამედროვე პერიოდის ფოტოებიც, რომლებიც გადაღებულია პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში. პროექტი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და არქივში შენახვას. 

 

ფოტოებზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული არქივის საავტორო უფლება. სოციალურ ქსელებში გაზიარება შესაძლებელია წყაროს მითითების შემთხვევაში.