საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოკოლექციებში გამორჩეული ადგილი უჭირავს კონსტანტინე ზანისის ფოტოალბომებს.
კონსტანტინე ზანისის კოლექციის ფოტოები ასახავს XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას, მათ შორისაა მეფუტკრეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. ამასთან, ონლაინკოლექციაში შედის კონსტანტინე ზანისის გადაღებული ძველი თბილისის ხედები.
ფოტოებზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული არქივის საავტორო უფლება. სოციალურ ქსელებში გაზიარება შესაძლებელია წყაროს მითითების შემთხვევაში.
კოლექციის ონლაინვერსიაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, სოფიო ჯობავა, მაია ქირია, ხატია ქინქლაძე, სოფიო ფაციაშვილი, ნინო სარაჯიშვილი, ბელა გერაძე.