ნოემბერი 548
en

კოლექციის შესახებ

 

საქართველოს ეროვნული არქივში ინახება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოების - საქართველოს ეროვნული საბჭოსა (პარლამენტი) და საქართველოს დამფუძნებელი კრების - ფონდები, რომელშიც დაცულია 1918 -1921 წლებში მიღებული კანონების, დეკრეტების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ორიგინალები.

წარმოდგენილ კოლექციაში შეტანილია იმ სამართლებრივი აქტებს ნაწილი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

კოლექცია გაყოფილია ორ ნაწილად - საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ მიღებული კანონები და სამართლებრივი აქტები (1918-1919 წლები) და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები და სამართლებრივი აქტები (1919-1921 წლები).