ნოემბერი 548
en

კოლექციის შესახებ

 

თქვენ წინაშეა 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები. კოლექცია განახლებადია.

 

პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ, მათ შორის: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟია დაბეჭდილი.

 

ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები, რომელიც დაბეჭდილია პერიოდულ გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.

 

კოლექციის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, თამარ ბჟალავა, ლანა გამისონია, მაია ქირია, თათია გაბიძაშვილი.