ნოემბერი 548
en

ალექსანდრე როინაშვილის კოლექცია

 

ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოგრაფის ხელოვნება თბილისში, ფოტოგრაფ ხლამოვის სალონში შეისწავლა და მისივე დახმარებით 1860-იან წლებში ფოტოსალონი „რემბრანდტი“ გახსნა. მოგვიანებით ჰქონდა ფოტოსალონები: „სასურათხატო“ და „ამხანაგობა“. ეროვნული არქივის ფოტოსაცავში, სხვადასხვა ფოტოალბომსა თუ ფოტონეგატივებზე, ალექსანდრე როინაშვილის ათეულობით ფოტო ინახება.

კოლექციის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 70-90-იან წლებში და მათზე ასახულნი არიან ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, კოტე აფხაზი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები - ლეონიდე (ოქროპირიძე) და კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) და სხვები. კოლექციაშია, ასევე, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები; ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები

კოლექციის ონლაინვერსიაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, თეონა ლაზაშვილი, სოფიო ფაციაშვილი, ქეთევან სადაგიშვილი, ბელა გერაძე. 

გამოყენებული ლიტერატურა: ლიკა მამაცაშვილი, „ალექსანდრე როინაშვილი“, პირველი და მეორე ნაწილი, 2001 და 2007 წლები. კოლექციაზე მუშაობისას ცალკეულ ფოტოზე პიროვნებების ამოცნობაში ჯგუფს დახმარება გაუწია ლუარსაბ ტოგონიძემ.