ნოემბერი 548
en

ექსპედიცია გელათში

გელათის მონასტერი ეროვნული არქივის ექსპედიციამ ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე 2015 წლის დასაწყისში ასახა. 

მდინარე წყალწითელას ხეობაში მე-12-მე-13 საუკუნეებში აშენებული ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი საინტერესოა როგორც არქიტექტურით, ისე  მხატვრობითა და ისტორიულ-კულტურული დანიშნულებით. 

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი. აქვეა დავით აღმაშენებლის საფლავი. 

გელათის მონასტერი შეტანილია იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.