ნოემბერი 548
en

კოლექციის შესახებ

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული. 

აქ დაცული ხელნაწერები ძირითადად ტაძრებიდან და კერძო კოლექციებიდანაა შემოსული. მათ შორის წმიდა თეოდორე ტირონის, სტეფანწმინდის, ბოდორნის, ძალისის, ოძისის, ყანჩაეთის, ერთაწმინდის, თორტიზის, ბერშუეთის, ვარიანის, გორიჯვრის, ურბნისის და სხვა ეკლესიებიდან. კოლექციის განსაკუთრებულ ნაწილს შეადგენს პეტერბურგიდან ჩამოტანილი ხელნაწერები, რომელთა საქართველოში გადმოტანა და დაბინავება მეტად საშური საქმე იყო. შედეგად, ეროვნულ არქივში ინახება IX-X საუკუნის უძველესი ტრადიციის მატარებელი ქართული ხელნაწერები (ანბანდიდი სახარება, ფსალმუნი, ნევმირებული ძლისპირი ...), რომლებიც ადრე რუსეთის სიძველეთსაცავებში იყო განთავსებული. ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი მზარდი კოლექციაა, რომელიც შეძენისა თუ შემოწირულობების გზით მუდმივად მდიდრდება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია 2015 წელს ეროვნული არქივის მიერ შეძენილი „ვეფხისტყაოსნის“ დღემდე უცნობი ნუსხა (XIX ს.).

წინამდებარე ხელნაწერები ამ დიდი ფონდის ნაწილია და თითოეული მათგანი შინაარსობრივად ათონის მთაზე არსებულ ქართულ სავანეებსა და იქ მოღვაწე უკანასკნელ ქართველ სასულიერო პირებს უკავშირდება.