ივნისი 548
en

დიმიტრი მძინარიშვილის კოლექცია

 

ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოჟურნალისტ დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია, რომელიც მისმა ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივში 1996 წელს გადასცა.

კოლექციამ შემოგვინახა ქართველი ხელოვანების, მეცნიერებისა და სპორტსმენების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები. ამასთან, ფოტოპოზიტივებს შორის არის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების ამსახველი სურათები. 

ფოტოებზე ვრცელდება საქართველოს ეროვნული არქივის საავტორო უფლება. სოციალურ ქსელებში გაზიარება შესაძლებელია წყაროს მითითების შემთხვევაში.

ონლაინკოლექციის შექმნაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, თამარ თავართქილაძე, თეონა ლაზაშვილი, ბელა გერაძე, სოფიო ფაციაშვილი