ნოემბერი 548
en

გრემი

ერთ-ერთ გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ცენტრში ეროვნული არქივის მორიგი ექსპედიცია 2014 წლის ივნისში შედგა. რესტავრირებული, ყველა თვალსაზრისით მოწესრიგებული კომპლექსი ეროვნული არქივის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი აღმოჩნდა, ვინაიდან სასიამოვნოდ სახეცვლილი გრემი არქივის საცავებისთვის ჯერ კიდევ უცხო იყო. 

მჩქეფარე საქალაქო და პოლიტიკური ცხოვრებით, თეიმურაზის პოეზიითა თუ მამის მკვლელი კონსტანტინეს მიერ დატრიალებული ტრაგედიით ცნობილი გრემი ახალი სახით ამჯერად ეროვნული არქივის საცავებში დაიდებს ბინას.