ანანურის სამონასტრო კომპლექსი ეროვნული არქივის ექსპედიციამ ფოტოებზე 2015 წლის დასაწყისში ასახა.
ჟინვალის წყალსაცავის პირას მდებარე XVI-XVII სს.-ით დათარიღებული ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი საინტერესოა როგორც თავდაცვითი არქიტექტურით, ისე მდიდარი რელიეფური დეკორითა და ისტორიულ-კულტურული დანიშნულებით. ანსამბლი ისტორიულად არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
კომპლექსში შედის: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები (მათ შორის ანანურის ციხის მრგვალი კოშკის ინტერიერი), ღვთისმშობლის ეკლესია (მთავარი ტაძარი), ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები.
არქივის ფოტომასალა მოიცავს ტაძრის დეტალურ ხედებს, როგორიცაა: ანანურის სამონასტრო კომპლექსის მთავარი შესასვლელი, მთავარი ტაძრის სამხრეთი ფასადი, რომელზეც დაფიქსირდა ანანურის ტაძრის ფასადის ორნამენტი, ანანურის ტაძრის ფასადის რელიეფი - ვაზი და წარწერა ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ ფასადზე. ასევე დაფიქსირდა ეპიტაფია და სტელა ანანურის კედელთან, საფლავის ქვის ფრაგმენტი და ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტიმპანი - ჯვარი და სერაფიმები. ეს დოკუმენტაცია, რომელიც გიორგი კაკაბაძის ფოტოა, 2015 წლიდან, ეროვნული არქივის საცავებში დაიდებს ბინას.