სექტემბერი 548₾
en

ნეკრესი

ნეკრესის მონასტერი ეროვნული არქივის ექსპედიციამ ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე 2015 წლის დასაწყისში ასახა.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

მონასტერი დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი.